სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე გარდამოხსნის რიტუალის შესრულება დაიწყო.
ადგილზე რიტუალს პატრიარქი ილია მეორე სხვა ეპარქიებიდან ჩამოსულ სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. ტაძარში ასევე მრევლიც იმყოფებოდა. მათი უმეტესობა დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა. ისინი აცხადებენ, რომ ტაძარში მისვლას მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, მაინც აპირებენ.
"ძალიან ცდილობს ერთი ნაწილი, რომ ხალხი ტაძარში არ მოვიდეს. ფეხით სიარული შეიძლება. მე მასე ვქენი და საკმაოდ დიდი მანძილი გამოვიარე", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.