დღეს აღდგომის მეორე დღეა. საქართველოში ტრადიციულად მოსახლეობა ამ დღეს სასაფლაოებზე გადის, თუმცა წელს ეს აკრძალულია. უკვე მეოთხე დღეა ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაკეტილია, მასთან მისასვლელ გზებს კი, საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სამართალდამცველები ტერიტორიაზე არავის უშვებენ. მოქალაქეები შექმნილ ვითარებასა და შეზღუდვებზე "ფორმულასთან" საუბრობენ. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბს შეამცირებს.
„ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ სასაფლაოებზე ვიაროთ. ჯობია რომ მომავალ წელს ჩვენს სასაფლაოზე არ მოგვაკითხონ. სჯობს იყოს აკრძალვა ჯერჯერობით, გავა ერთი ან ორი თვე და ჩვეულებრივად მივაკითხავთ ჩვენს წინაპრებს, მგონი არ არის ეს პრობლემა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
