„მოსახლეობის დაბალი პროცენტი ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, მაგრამ ეს გაზაფხულს არ ქმნის,“ - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ უნდა გადავიდნენ თუ არა 2 კვირით იზოლაციაში ის ადამიანები, რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
მისის განცხადებით, საქართველოში საზოგადოების ძალიან დაბალი პროცენტი ეწევა ეკლესიურ ცხოვრებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. მისივე თქმით, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან.
„მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
