logo
ENG



სამადაშვილი:ვიხილეთ ივანიშვილის ოჯახის გამახნევებელი, ჰიპ-ჰოპის თუ ჰაკას სტილში, საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება

22 აპრ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

"მილიონობით სახლში გამოკეტილი ჩვენი მოქალაქე ელოდება პასუხებს ბევრ შეკითხვაზე, რაც დაგროვდა",- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელი სხდომა გაუგებარია, რადგან მას არც პრემიერი ესწრება და არც მინისტრები. 

"დღეს აქ ვერ ვხედავთ ვერც პრემიერს, ვერც ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადებას დაუგროვდა. მეტიც, დღეს აქ კითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს. გუშინ ვიხილეთ ივანიშვილის ოჯახის გამახნევებელი, ჰიპ-ჰოპის თუ ჰაკას სტილში, მაგრამ საზოგადოებას ბევრად მეტი სჭირდება.ქვეყანაში სრულიად არაოდინალური ვითარებაა, ამიტომ გაუგებარია რატომ გახდა შეუძლებელი დღევანდელი სხდომა წარიმართოს განსხვავებული წესით",-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.   

 

 

 


close დახურვა