logo
ENG



ბაჩუკი ქარდავა: ერთის მხრივ ქვეყანაში თესავენ პანიკას, მეორეს მხრივ, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ტინგიცობს

23 აპრ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

„ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ სიტუაციას, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. 

„ხელისუფლება სიტუაციას, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. სხვა ახსნას საგანგებო მდგომარეობის ამ ფორმით გაგრძელებაში მე უბრალოდ ვერ ვხედავ. გვაქვს ასეთი მოცემულობა - ერთის მხრივ ქვეყანაში თესავენ პანიკას და მეორეს მხრივ, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ტინგიცობს. ადეკვატურ ხელისუფლებასთან საქმე არ გვაქვს“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა. "ქართულ ოცნებას" მოსახლეობისთვის ანტიკრიზისული გეგმა არ წარუდგენია. მმართველი გუნდი გეგმას სავარაუდოდ ხვალ გაასაჯაროებს.


close დახურვა