ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობას ეკონომიკის მიმართულებით კონკრეტული გეგმა აქვს.
კერძოდ, მინისტრის განმარტებით ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა ეტაპობრივად.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან, ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყება მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენთან შეთანხმებით ეკონომიკის უწყება დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა, რაც არ აისახება ისე დრამატულად ეკონომიკაზე, როგორც ეს არის მოსალოდნელი. ამ პრობლემატიკას ვიაზრებთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გახსნისა და დახშობის ეტაპები იყოს თავსებადი ერთმანეთთან და ერთის შენებით არ დავანგრიოთ მეორე კომპონენტი“,- განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
