კომპანია „ჯიბეს“ დირექტორი, რომელიც მარნეულელი ფერმების ხილ-ბოსტენეულს ასაწყობებს, გუშინ შექმნილი ვითარების გამო განმარტებებს აკეთებს. ლევან დავითაძე ამბობს, რომ შეფერხების მიზეზი დასვენების დღეები იყო, რამაც პროდუქტის დაგროვება გამოიწვია.
„გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ჩვენი საქმიანობით, რასაც 10 წელია ვახორციელებთ, ვართ მთელ საქართველოზე, ყველა რეგიონშია ჩვენი საბითუმო საწყობები. დაახლოებით 6 ათასზე მეტი მეწარმე სარგებლობს ჯიბის პლატფორმით. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გავაიაფოთ, მინიმუმზე დავწიოთ თვითღირებულება ამ ლოჯისტიკის და რეგიონალურ დონეზე ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ რაც შეიძლება დაბალ ფასში პროდუქცია. ეს თანხვედრაში მოხვდა იმასთან, რომ მთავრობამ გააჟღერა ინიციატივა, რომ ვისაც გვქონდა საწყობები, რომ შეგვენახა მალფუჭებადი პროდუქტები, დავხმარებოდით. კვირას და ორშაბათს დავისვენეთ, პარასკევს იყო დაახლოებით 8 ტონა მოსავალი და უცბად მოხდა, რომ სამშაბათს იყო 53 ტონა მოსავალი. დავამატეთ მანქანები, დიდი ფინანსური რისკი გავწიეთ“, - განაცხადა ლევან დავითაძემ.
კომპანიას „ჯიბესა“ და მთავრობას შორის შეთანხმებაში საეჭვო გარემოებებს ხედავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ „ოცნებამ“ პანდემია საკუთარი ნათესავების და მეგობრების გამდიდრებისთვის გამოიყენა.