logo
ENG



ოპოზიცია ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე: ვინც უმუშევარი დარჩა ან ხელფასი შეუმცირდა, მიიღოს სახელფასო დანაკლისის 50 %

24 აპრ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდი დღეს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. როგორც ცნობილია დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია:  მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება, შეზღუდვების  ეტაპობრივი შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნის გეგმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. ხელლისუფლების ოპონენტები საკუთარ ანტიკრიზისულ გეგმას მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებენ. 

"გეგმა პირველ რიგში უნდა მოიცავდეს კორონავირუსის დამარცხების სტრატეგიას, როგორ ზღუდავს და ხსნის ვირუსი ამ გაუთავებელ შეზღუდვებს, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა მოიქოქოს. მეორე - პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ მხარდაჭერას შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის და მესამე - ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ბიზნესისთვის, რაც მათი დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო განადგურების ზღვარზეა და ბევრი მცირე თუ საშუალო ბიზნესი გაკოტრდა",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

"ევროპული საქართველო" კი მთავარ ალტერნატივად მის მიერ შეთავაზებულ გეგმას განიხილავს და ამბობს, რომ სწორედ ეს დოკუმენტია მიმართული მოსახლეობსი კეთილდღეობაზე. სხვა შემთხვევაში კი ისედაც გაღარიბებული საზოგადოება კიდევ უფრო გაღარიბდება.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, რასაც თან ახლავს კონკრეტული გათვლები, შესაძლებელია ყველა ადამიანმა, ვინც უმუშევარი დარჩა ან ხელფასი შეუმცირდა, მიიღოს სახელფასო დანაკლისის 50 %. ამაზე უფრო ნაკლები თანხა იქნება მთავრობის მიერ სერიოზული პრობლემების იგნორირება",-აღნიშნა ზურა ჭიაბერაშვილმა. 

 


ანტიკრიზისული გეგემის წარდგენა 


გიორგი ვაშაძე -  "ახალი საქართველოს" ლიდერი

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ]]


close დახურვა