logo
ENG



გადაადგილების შეზღუდვების გამო ქუთაისის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა აგრარულ ბაზრამდე პროდუქცია ვერ მიიტანეს

27 აპრ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

რეგიონებში აგრარული ბაზრების გახსნამ ახალი პრობლემები შექმნა - ქუთაისის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია ქალაქის ბაზრამდე ვერ მიიტანეს. მიზეზი ის შეზღუდვებია, რომელიც ორდღიანი გამონაკლისის მიუხედავად, მაინც ძალაშია. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქუთაისში შესვლას დღეს ცდილობდნენ ისინი, ვინც თავისი პროდუქტის გაყიდვას აგრარულ ბაზარში აპირებდა და ისინიც, ვისაც პროდუქტის შეძენა სურდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში შესვლა მხოლოდ ქუთაისში რეგისტრირებულებისთვის იყო ნებადართული, ადამიანების ნაწილმა რაიონულ ცენტრში შესვლა ვერ მოახერხა.

ქუთაისი და კიდევ სამი დიდი ქალაქი დღეს გამონაკლისის წესით ორი დღით გაიხსნა. ბაზრის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ გლეხები და ფერმერები, ქალაქების დაკეტვის შემდეგაც შეძლებენ შეუფერხებლად მოძრაობას.

ქუთაისის მსგავსი სირთულეები დღეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიქმნა.

 


close დახურვა