logo
ENG



კორონავირუსი კულტურაში - შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

29 აპრ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო დახმარების მიღმა დარჩნენ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები და რეჟისორები. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ხელისუფლებამ მარტო დატოვა. სფერო დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას და დახმარებას ითხოვს. 

დახურული თეატრები, საგამოფენო სივრცეები, შეჩერებული კულტურული ღონისძიებები აკრძალვის ქვეშაა ივლისამდე, შეზღუდვები შემოქმედებით სფეროს აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან ერთად მოეხსნება. ასეთ გათანაბრებას მიუღებელს უწოდებენ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და მთავრობის, მერიის, განათლების მეცნიერების და კულტურის სამინისტროსგან სპეციალური პეტიციით ანტიკრიზისული ხედვის შემუშავებას ელოდებიან. ადრესატებს ათასობით შემოქმედისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. ხელმომწერები   უწყებებს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტ-კრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის  სწრაფად შემუშავებისკენ მოუწოდებენ, და წლის ბიუჯეტის და მასში შესული ცვლილებების გასაჯაროებას სთხოვენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული პეტიციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები კრიზისს ზღვარზე არიან და   ამ საკითხის დარეგულირება არ მოხდა  პრობლემა კიდევ უფრო  მეტად გაღრმავდება. 

არსებობს თუ არა  სახელმწიფოში რაიმე სამქომედო  გეგმა  ან პოლიტიკა  ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად წერილის  ადრესატებს ჯერ პასუხი არ გაუციათ. კომენტარი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამ საკითზე არც განათლების მეცნიერების და კულტურის სამინისტროს არ გაუკეთებია. დროებით უმუშევრად დარჩენილ ასობით და ათასობით კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანს კი,  რომელთაც ივლისამდე არა ეძლევათ საშუალება რაიმე საქმიანობა განახორციელონ   არანაირი შემოსავლი არ აქვთ და მცირე ფინანსური მარაგიც ეწურებათ.


close დახურვა