logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა:ერთი პაციენტი რეანიმაციაშია, დამძიმებულია მისი მდგომარეობა და საყურადღებო

30 აპრ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს შესაძლოა, ინფიცირებულის გამოჯანმრთელების 2 ახალი ფაქტი დადასტურდეს. ასევე დღეს გახდება ცნობილი, არიან თუ არა კოვიდ ინფიცირებულები კლინიკაში გუშინ ღამით შეყვანილი 4 ახალი პაციენტი.

კლინიკის ინფექციონისტი, აღნიშნავს, რომ შუახნის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. მას ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება. 

„ერთი პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, რადიოლოგიური კვლევით აქვს გამოხატულია ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. დამძიმებულია ამ პაციენტის მდგომარეობა და საყურადღებო. ასევე ვგეგმავთ ორ პაციენტთან განმეორებითი კვლევის ჩატარებას“, - განაცხადა ინფქეციონისტმა ხატია ხატიაშვილმა.

ამ დროისთვის, სულ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, კორონავირუსის 58 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 10 პაციენტი არასრულწლოვანია. 11-ის მდგომარეობას, ინფექციონისტი საშუალოზე მძიმედ აფასებს.


close დახურვა