logo
ENG



ჩიხლაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ანტისანიტარიაზე: პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება

30 აპრ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

ანტისანიტარია და  ჰიგიენური ნორმების დარღვევა „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, ერთ-ერთი პაციენტი რომელიც აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადის „ფორმულას“ ექსკლუზიურად ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნის, სადაც ნათლად ჩანს კლინიკის ერთ-ერთ ნაწილში  არსებული მდგომარეობა. 

როგორც საავადმყოფოს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, დღეს საკითხზე კომენტარის გაკეთება არ იგეგმება.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის კლინიკებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა.

„ეს დრო, რაც მოვიგეთ და შეკავების პერიოდი გვქონდა და მეტ-ნაკლებად კარგად გავიარეთ, ზუსტად უნდა მოხმარებოდა კლინიკებში სიტუაციის გამოსწორებას. აქ ვსაუბრობთ თბილისის კლინიკებში და მუნიციპალიტეტების კლინიკებში გაცილებით რთული ვითარებაა. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს აგზავნის, უნდა ნახოს რეალურად სრულდება თუ არა ისინი“, - აღნიშნა სურგულაძემ.

ექსპერტი სერგო ჩიხლაძე კი მიიჩნევს, რომ მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სამინისტროს ეკისრება. 

„ამაზე პირველ რიგში უნდა იზრუნონ ამ კლინიკების ადმინისტრაციამ. ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ნორმებს ადგენს სამინისტრო. საკმარისი დრო იყო, 28 იანვრიდან გამოცხადდა მზადყოფნა და გვახსოვს პირევლ დღეებში რამდენიმე კლინიკიდან ანალოგიური ფაქტები, მტკიცებულება, ფოტოსურათები იგივე სველი წერტილები მოუწესრიგებელი იყო“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ფორმულა“ ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროთან დაკავშირებას, მაგრამ ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარი არ გაკეთებულა.


close დახურვა