logo
ENG



ეზუგბაია კორონავირუსის მედიკამენტებზე: კვლევაში ჩაერთვება საქართველო

06 მაი 202010:47
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის სამკურნალოდ მედიკემანტების კვლევაში საქართველოც ჩაერთვება - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, პრეპარატები - იქნება ეს პლაქვენილი თუ რემდესივირი - საჭიროებენ კვლევას. 

„პრეპარატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია - ამ კვლევაში ჩაერთვება სქართველო. მედიკამენტებზე მე არ ვსაუბრობ. ეს სათუთი თემაა. მედიკამენტების ეფექტურობაზე არ არის კვლევები - რადგან კვლევა გრძელდება, ნიშნავს რომ დადასტურებული ეფექტები არ გვაქვს. ყველა პრეპარატი გამოიყენება და ამ კვლევის შედეგებს დადებენ და იტყვიან. ამ ეტაპზე ყველა პრეპარატი გამოყენებულია და ინდივიდუალურ რეჟიმში ხდება შერჩევა ქვეყნებისა და კლინიკების მიერ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


close დახურვა