logo
ENG



ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომლითაც ციხეებში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში იმოქმედებს - IDFI

07 მაი 202010:49
3 წუთის საკითხავი
 

გადატვირთულობა, ჰიგიენური და სანიტარული ნორმები, პენიტენციური ჯანდაცვა, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია - ეს ის პრობლემებია, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად ჯერ კიდევ გასულ წელს გამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ინფორმაციით, საკითხები ციხეებში კვლავ მოუგვარებელია.

პენიტენციურ სისტემაში COVID-19-ით ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრიზისული გეგმა წინასწარ უნდა შეიმუშავოს.

„ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, იურისტებთან ერთად, წინასწარ შეიმუშავონ პირთა წრის ჩამონათვალი, რომელიც ციხეებში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ამ პირებს დროებით ან მუდმივად დაატოვებინებენ ციხეებს. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ მთავრობის მზაობის პარალელურად, თავისი კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტსაც შეუძლია უკვე დაიწყოს ამ თემის დამუშავება, რომ თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს, დაიწყოს შეწყალების აქტები. ყოველი სამთავრობო ნაბიჯი ამ კუთხით გადადგმული უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები“, - განაცხადა IDFI-ს პროექტის მენეჯერმა, ანანო ჭიაბერაშვილმა.


close დახურვა