logo
ENG



მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ სააკაშვილი და სად არა - უკრაინელი მინისტრი

08 მაი 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
hsqn81u9kvh1m7k.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართველი ელჩის კონსულტაციაზე გაწვევას ეხმაურება. 

როგორც ქვეყნის  პირველი დიპლომატი ამბობს, ოფიციალური კიევი საქართველოს შდა პოლიტიკაში არ ერევა და იედს გამოთქვამს, რომ თბილისი ანალოგიური დამოკიდებულებით იქნება უკრაინის მიმართ. 

"მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავის ქარიზმატულობით, უკრაინის მოქალაქეა და ამიტომ, მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე", - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით, მას ქართველ კოლეგასთან საუბარი უკვე ჰქონდა და ეს დიალოგი საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი იყო.

"საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ. თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

 


close დახურვა