logo
ENG



ბერძენიშვილი:უკრაინაში ელჩის გამოწვევით ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო

08 მაი 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკრაინიდან საქართველოს ელის გამოწვევას ნეგატიურად აფასებენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა მიანიშნებს, რომ უკრაინა მზად არის რეფორმების გასატარებლად. სანიკიძე ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება პერსონებს მიღმა რეალურ, დიდ პროცესებს ვერ ხედავს.

„გასაგები იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება სრულ ჭკუაზე არ არის, უპატარძლო ქოწილი აქვთ და არ იციან როგორ მოიქცნენ. ელჩის გამოწვევით თავის თავს ატყუებენ, თუ თავის მომხრეებს, რომელიც ძალიან შემცირებულია ვერ გეტყვით. აქ არის სერიოზულ პროცესზე საუბარი და ჩვენი ხელისუფლება პერსონებს მიღმა ვერაფერს ხედავს. უკრაინაში რეფორმების დაწყება ნიშნავს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების შეცვლას, სააკშვილის დანიშვნაც ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ უკრაინაში გადაწყდა რომ რეფორმები დაიწყოს, წინა პრეზიდენტების დროს მაინც და მაიც ამის სურვილი არ იყო“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მმართველი გუნდის განცხადებებს, სააკაშვილის დანიშვნაზე „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ აფასებენ. დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ელჩის გამოწვევით ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, მისივე თქმით ზელენსკის განცხადებებით ჩანს, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინაში უფრო აფასებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდრო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი. სრულიად არაადეკვატური იყო მისი გადაწყვეტილება. ზელენსკი უფრო აფასებს საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ჩანს, ვიდრე საქართველოს ხელისუფალი, ივანიშვილი და მისი ქვეშევდგომები“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშილის პოსტზე დანიშვნა უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება საქართველოს არ აქვს. ვაშაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე იზრუნოს.

„რა თქმა უნდა ქართული ოცნება სამარცხვინოდ იქცევა. მე მათ ვურჩევდი, რომ ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, მიხეილ სააკაშვილი თავის გზას მოძებნის. ეს არის უკრაინის სუვენერული გადაწყვეტილება, ამ სუვენერულ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით ვერანაირად. თავის ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად ჯობს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე იზრუნონ“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.

 


close დახურვა