logo
ENG



15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ

04 იან 202515:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/04/mjj4yh8ofc6ogot.jpg

15 იანვარს, 15:00 საათზე დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:

• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.
საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
ამიტომ:
იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი!
იფიცება საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა