logo
ENG



გახარია: უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ უკრაინასთან ურთიერთობებს

09 მაი 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
uy7zd8rvl5mnr78.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, ელჩის გამოწვევა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს არ უნდა აჩენდეს, რადგან დიპლომატიური და სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, ელჩის გამოწვევის შემდეგ მასთან ისეთ თემებზე ისაუბრებენ, თუ როგორ დაიცვან საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ავანტიურისტებისგან.

„ჩვენ ელჩს უკრაინიდან, რა თქმა უნდა, გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას. საქმე არის შემდეგში: რა თქმა უნდა, ქართველები და უკრაინელები ვართ არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ ცალკეული აღებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. ჩვენ ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები იმ ავანტიურისტებისგან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობები და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში მყოფი საქართველს ელჩის გამოწვევა დაიყო.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გაწვევას, ქართველების შეცდომას უწოდებს. მისი განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად ელჩს კონსულტაციაზე არ გამოიწვევდა.

 


close დახურვა