logo
ENG



თეონა ჭალიძე: სოც.მომსახურების სააგენტო მუშაობს ქაოსურად, არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე

12 მაი 202014:38
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველო“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, გიორგი წოწკოლაურის გათავისუფლებას ითხოვს.

პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა დაამძიმა, სოციალური მომსახურების სააგენტო კი უმოქმედოა, რაც გიორგი წოწკოლაურის დამსახურებაა.

„შექმნილმა მდგომარეობამ უფრო დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო უმოქმედოა. ისინი მუშაობენ ქაოსურად და ეს ყველაფერი პირადად გიორგი წოწკოლაურის დამსახურებაა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს. ეს სამსახური არ არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, ძალიან ბევრი ხარვეზი არია მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური შეფასების ნაწილში. გარდა ამისა, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მომუშავე ადამიანები ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. სწორედ ამიტომ, გიორგი წოწკოლაურმა უნდა დატოვოს დაკავებული პოზიცია“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.


close დახურვა