ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკას ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დამეტა და მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.
ეზუგბაიას განცხადები, კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტი იყო, მაგრამ მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
„გუშინ გყვავდა 695 დადასტურებული პაციენტი. დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და არის 701 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია შვიდი - საერთო ჯამში 432 პაციენტი. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაში მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია. 187-ით ჭარბობს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ახალი შემთხვევებიდან 3 ბოლნისის წყაროა, 3 ზუგდიდის დადასტურებული კონტაქტის შემთხვევევიდან. ახხალი პაციენტი არაა, რომლის წყარო უცნობია.
"ჩვენს ცენტრში 6 ახალი შემთხვევიდან ჩვენთან 1 მოთავსდა და ჩვენ გყვავს 31 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებიდან 2 არის ჩვენი გამოჯანმრთელებული. მძიმე პაციენტებიდან 1 გყვავდა კრიტიკული, მას მოვიხსნებიებთ მძიმე ინტენსიურ პაციენტად და როგორც კრიტიკულს აღარ მოვიხსენიებთ. თუმცა, კვლავ მოიხმარს ჟანგბადს და ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გყვავს მხოლოდ 1 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურებულია. დანარჩენი პაციენტების ძირითადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ეპიდემიას საქართვლოში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 432 კი განიკურნა.
