logo
ENG



TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს მათთან ურთიერთობას უკრძალავს

19 მაი 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, მთავრობა რეგიონის კიდევ ერთ არხს არ წყალობს. TV 25-ში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ტელევიზიას ბოიკოტს უცხადებენ. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებსა და სხვადასხვა უწყების წარმოამდგენლებს მათთან ურთიერთობას უკრძალავს. რატომ ამბობენ უარს TV 25 ის გადაცემაში მონაწილეობაზე მინისტრები თუ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა ვერც პრესცენტრებიდან მიიღეს.

„ორ თვეზე მეტია რაც TV 25-ს აჭარის მთავრობის თავჯდომარე, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები აიგნირებენ. ეს პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო რაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებამ სრული მონოპოლია მოიპოვა. იქ აღარ ისმის თავისუფალი სიტყვა, შესაბამისად ერთადერთი მაუწყებელი დარჩა აჭარაში, სადაც განსხვავებული მოსაზრებები ისმის. შესაბამისად ხელისუფებას ეს ყველაზე მეტად აწუხებს“,-განაცხადა TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, სულხან მესხიძემ.


close დახურვა