logo
ENG



28 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ზოგ რაიონში მოსალოდნელია ქარი

22 აგვ 202212:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/9pn16mw8c69mjfz.jpg

გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, 28 აგვისტომდე საქართველოში იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სააგენტო მოსახლეობას ტყის ხანძრების საფრთხეზე აფრთხილებს. 

კერძოდ: 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.


close დახურვა