logo
ENG



საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის

21 მაი 202010:26
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისიდან ხსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები ქვეყანაში 1 ივნისს აღდგება, ხოლო სასტუმროების გახსნა ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება.

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ტურისტული სექტორისა და ეკონომიკის დახმარების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები დააწესა. დამატებული ღირებულების გადასახადს შეუმცირდება სატრანსპორტო სექტორს, ასევე გარკვეული პროდუქტების რეალიზაციის დროს სასტუმროებსა და რესტორნებს. იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საბერძნეთი რეისებს განაახლებს, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.   

ბოლო მონაცემებით საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცოირების 2 850 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 166 ადამიანი. 


close დახურვა