logo
ENG



ყველაზე მძიმე ვითარება ქვემო ქართლში გვქონდა, ინფიცირებულთა 36% სწორედ იქიდან იყო - გამყრელიძე

22 მაი 202015:14
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე ცხელი ადგილი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვემო ქართლის რეგიონი იყო. 

გამყრელიძის თქმით, მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვები მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, სპეციალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რომელიმე ქვეყანასთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს. 

ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პანდემია მალე არ დასრულდება. 

"ყველზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში. კერძოდ 3 მუნიციპალიტეტში - ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მთლიანად ამ 3 მუნიციპალიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულებისა ქვეყანაში. ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველ წუთში შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იგივე საზღვრის რომელიმე ქვეყანასთან გახსნის თაობაზე, სწრაფად შეიძლება მივიღოთ ეპიდაფეთქება. მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს. ის არ დასრულებულა და კაი ხანი არ დასრულდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


close დახურვა