გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მეუფე ნიკოლოზმა ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც მეუფემ გადაცემაში განაცხადა, საპატრიარქო ტყეებს დაიცავს. მისი თქმით არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ ტერიტორიები უცხოელებზე გაასხვისა და ამიტომ ხალხი შეშინებულია, რომ ქვეყანა იყიდება.
ასევე მეუფე ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქო ტყეებს არ გაჩეხავს.
„მე არ ვიცი ეს კანონი რამდენიმე წელი, როგორც თვითონ თქვეს მუშავდებოდა მეც ტელევიზიიდან გავიგე, მე კი არ ვიყავი ჩართული ამ საქმეში. ძალიან მარტივი რაღაცაა, ტყეს რაში იყენებენ, ეკლესია გაჩეხვით არ გაჩეხავს, მეორე რაშიც ტყეს იყენებენ ჰაერს ქმნის და ჩემი თვალით მაქვს ნანახი აბასთუმნის ტყეები როგორ იჩეხებოდა და გადიოდა მანქანა მანქანაზე.... საკუთრება რა არის, რასაც მინდა იმას რომ ვუზამ, თუ ტყეს კანონი იცავს, თუ გვევალება რომ ეს ტყე შვილებს გადავცეთ, არის ქართული გამოთქმა „ტყე შეუნახე შვილებს“ -აბა რას ვუზამთ. სახელმწიფო თუ შეუნახავს შეუნახავს, სახელმწიფომ სამწუხაროდ გვქონდა ასეთი შემთხვევები რომ ძალიან ბევრი ტერიტორიები გაასხვისა და გაასხვისა უცხოეთის მოქალაქეებზე, მე თუ მკითხავთ ამასაც არაუშავს, მაგრამ ისე იყო ეს ყველაფერი მოწოდებული, რომ ხალხი არის დაშინებული, რომ გაიყიდა საქართველო... ძამას ხეობა სავსეა ტაძრებით, ახლა ჩვენს დროში ლამის ქვეყანაა ბერების დაცლილი იყო დიდ ხანია, მოვიდეს ვინმე თუ უნდათ. მე ძამას მაგივრად ვერაფერს გეტყვით ჯავახეთში ვცხოვრობ ახალქალაქში და ვეხვეწები ყველა. პატრიარქმა ასეთი რაღაც გამოუცხადა 2001 წლიდან სტუდენტები ჩამოგვყავს, თუ ვინმე სტუდენტი გადაწყვეტს ჯავახეთში ჩამოსვლას და დასახლებას ეკლესია უყიდის სახლს, მიწას და გადასცემს“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ტყის კოდექსში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვითაც, ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა. კანონის მიხედვით, განსაზღვრული რაოდენობა თითოეული მიწის შემთხვევაში იქნება არაუმეტეს 20 ჰექტრისა.