logo
ENG



კალაძე: ბიზნეს სექტორი ოცნების შემომწირველები იმიტომ არიან, რომ ბიზნესის წართმევით არ ვართ დაკავებული

27 მაი 202015:53
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მერის მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბიზნეს სექტორი ქართული ოცნების შემომწირველები იმიტომ არიან, რომ ისინი ბიზნესის წართმევით, ადამიანების მკვლელობით და ოჯახების გაუბედურებით არ არიან დაკავებულები. 

მისივე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მხოლოდ ქართული ოცნების შემომწირველი კომოანიები იმარჯვებენ ტენდერებზე, აქედან გამომდინარე ნებისმიერ კომპანიას, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღოს თბილის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

„სხვადასხვა ტიპის კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, ამას მივესალმები. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნეს სექტორს, ყველა იმ კომპანია, ვინც ქართული ოცნების შემომწირველია.

ლოგიკურია, ბიზნესი არ დაეხმარება იმ კონკრეტულ პარტიას, რომლების დაკავებულები იყვნენ ბიზნესის ​წართმევით, ადამიანების მკვლელობით, ოჯახების გაუბედურებით და ა.შ. რაც შეეხება ტენდერებს, ტენდერები ატარებენ კომპანიები ტენდერების საფუძველზე, შესაბამისად ყველას აქვს შესაძლებლობა ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში და გამარჯვებულს გამოავლენს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 


close დახურვა