პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ადმინისტრირება უაღერესად უნდა გამკაცრდეს და ამ ინიციატივით პარალამენტს უახლეოს პერიოდში მართავენ.
„ვთვლი, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. რატო არ გავაჩერეთ ამ ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია, აქ განსახილველი საკითხი არ არის, იქ გადაცემის სხვა რისკები იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ონლაინ-კაზინოების ადმინისტრირება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით პარლამენტს უახლოეს პერიოდში მივმართავთ“. - განაცხადა გახარიამ.
