logo
ENG



რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს

28 მაი 202008:47
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რუსეთიდან წამოსული აგრესიული დეზინფორმაციის შესახებ.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

"ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. PR-კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების სამხედრო დეპარტამენტის ბიოლოგების მიერ წარმოებული რეალური მუშაობის დაფარვას, ჩვენ არ მივიღებთ", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა