სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარ ქვევითაა, ანუ არ გააჩნია წვდომა აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.
საქსტატის მონაცემებით, 16%-ითაა შემცირებული აპრილში ეკონომიკა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ თვის ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 28 %-ით იკლო ექსპორტმა, 39%-ით - იმპორტმა, ყველაზე დიდი კლება კი მოდის მშენებლობაზე.
საქართველოს ეკონომიკის 16.6 %-შემცირებას მოსახლეობა უმუშევრობას უკავშირებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურში მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ. რომ 2020 წლის აპრილში, წინა წლის ამ თვესთან შედარებით კლებაა თითქმის ყველა სექტორშია.
მოსახლეობა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრებს არ ენდობა. მათი აზრით ქვეყანაში გაცილებთ მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ამას ოფიციალური უწყებები ითვლიან.
ეკონომიკის 16,6 პროცენტის ზრდას კატასტროფულად მიაჩნიათ ექსპერტებს. მათი თქმით, მსგავსი ეკონომიკური ვარდა ქვეყნებს ძირითადად ომის პერიოდში აქვთ. ექსპერტების აზრით ხელისუფლებას გაჩერებული ეკონომიკის ფონზე ცრუ იმედებს არ უნდა იძლეოდეს.
რამდენი პროცენტით შემცირდება ეკონომიკური მაჩვენებელი მაისში, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის ერთადერთი ზრდის მაჩვენებელი სამთო მოპოვებითი მრეწველობის დარგში შეინიშნება. ესეც მხოლოდ იმიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ „არემჯი გოლდს" სამუშაო პროცესის გაგრძელების ნებართვა ბოლნისში იმ დროს მისცა, როდესაც მთელი რაიონი განსაკუთრებით საშიშ ეპიდ ზონად გამოაცხადეს.