logo
ENG



2 კლინიკაში 10 პაციენტის ტესტის პასუხებს დღეს ელოდებიან

03 აპრ 202009:47
3 წუთის საკითხავი
clock 280

​ინფექციურსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში 10 პაციენტის ტესტის პასუხებს დღეს ელოდებიან.  

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაშია მოთავსებული 10 წლის ინფიცირებული ბავშვის დედა და ეროვნული ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაში 12 პაციენტი ჰყავთ გადაყვანილი. თუმცა, მათ შორის сovid 19-ის დადასტურებული შემთხვევა 7-ია. მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

 


close დახურვა