პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, 2 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში სულ 55 პაციენტია. ჩვენს კლინიკაში პირველი ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი. ასევე ის გამოჯანმრთელებულია და ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ამ ეტაპზე რეანიმაციაში გვიწევს 7 პაციენტი. აქედან 3 პაციენტი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ისინი არიან ოქსიგენდამოკიდებულებულები და აგრძელებენ მკურნალობას. გვყავს 3 მოზარდი, რომელთა მდგომაროება ასევე სტაბილურია. რაც შეეხება ორ ორსულს, მათი და ნაყოფების მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. 33 პაციენტს აქვს პნევმონია. 2 პაციენტზე მოვიდა 2 უარყოფითი პასუხი და ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას", - აღნიშნა რატიანმა.