logo
ENG



2 წელი სასმელი წყლის გარეშე - დავით ბაქრაძე სოფელ ნაკიფუს მოსახლეობას შეხვდა

09 ნოე 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
tzdkob6yo0k2wce.jpg

"ევროპული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წალენჯიხის აიონის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

დავით ბაქრაძესთან სოფელ ნაკიფუში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. მოსახლეობის თქმით, ორი წელია, სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, წყალმომარაგების პროექტზე 200 ათასი ლარი დაიხარჯა, გაკეთდა ჭაბურღილები, გაკეთდა წყალგაყვანილობა, თუმცა წყლის ტუმბოს სიმძლავრე არ ჰყოფნის სოფელს წყლის მოსამარაგებლად და 160 ოჯახს ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო კონტროლზე აიყვანს ამ პრობლემას. მან ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუწოდა, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.  

"უკვე 2 წელია, რაც სოფელში დასრულებულია წყალმომარაგების პროექტი და დაიხარჯა 200 000 ლარზე მეტი თანხა. ფაქტიურად წყალში გადაიყარა 200 000 ლარი და წლები გადის ისე, რომ ადამიანებს არ აქვთ ოჯახში სასმელი წყალი. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად ავიყვანთ საპარლამენტო კონტროლზე და აუცილებლად მოვითხოვთ პასუხს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, თუ რატომ კეთდება ისე რომ იხარჯება ასობით მილიონი ლარი და ადამიანებს არ უგვარდებათ პრობლემები რაც მათ აქვთ," - აცხადებს დავით ბაქრაძე.


close დახურვა