გაზგასამართი სადგურის აფეთქების დროს დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიემეა. პაციენტს სხეულის 25 პროცენტის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.
როგორც ექიმი გიორგი დავლიანიძე აცხადებს, პაციენტმა დაზიანება ცეცხლის ალით მიიღო.
„მისი მდგომარეობა მძიმეა, სტაბილურია. მან დაზიანება ცეცხლის ალით მიიღო. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა და ახლაც უტარდება ანტიშკური მკურნალობა. დაზიანებები ძირითადად მეორე მესამე ხარისხისაა. უბნობრივიდა გაფანტულია დამწვრობა სახის არეშიც, კიდურებიშც არეშიც და სხეულის არეშიაც“, - განაცხადა დავლიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართი სადგური გვიან ღამით აფეთქდა. დაშავდა ერთი პირი.