logo
ENG



საუბრები მაქვს ყველასთან, მათ შორის ლელოსთან-დამოუკიდებელი დეპუტატები არჩევნებში კენჭისყრას აპირებენ

02 ივნ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს. ფრაქციის წევრის ლევან კობერიძის თქმით, კონსულტაციები ამ თემაზე უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის „ლელოსთან“.

„ამ პროცესში ვარ სწორედ, გადაწყვეტილების მიღების, თუ რომელ ჯგუფთან ერთად, რა ფორმით მივიღებ მონაწილეობას. განვიხილავ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი შანსი და დრო იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდნენ. მაგალითად, დავახასიათებ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს ან პარტიას, რომელიც ძალიან მკაფიოდ ავლებს ზღვარს და მიიჩნევს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ არიან ის ძალები, რომლებიც უნდა დარჩნენ ქვეყნის მართვაში 2020 წლის შემდეგ. მათ შორის განიხილება ყველა, ვინც ამ მკაფიო ხაზს მისდევს, „ლელოც“ არის ასეთი პარტია. საუბრები მაქვს ყველასთან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს, ის აცხადებს, რომ კენჭისყრას კვლავ ისნის რაიონში აპირებს.

„მე ვფიქრობ, რომ სადაც ვარ მაჟორიტარი ისევ იქ ვიქნები, თუმცა ყველა რაიონში და რეგიონში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარები. დამოუკიდებელად გავალთ აუცილებლად. ძირითადად ვიქნებით ვინც გადაწყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას, ერთი პარტიული სიით ვიქნებით“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.


close დახურვა