logo
ENG



მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელია - მთავრობის ანგარიში

04 ივნ 202015:43
3 წუთის საკითხავი
 
pzi7r10du9n1f69.jpg

ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს“, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, მთავრობის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი საკმაოდ მაღალია.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი. ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 716 858 ადამიანს შეადგენს, აქედან საპენსიო ასაკისაა 762 621 პირი (მთლიანი მოსახლეობის 20.5%). შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 80%, აქედან: 1) გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის - 40%, 2) ქრონიკული რესპირაციული დაავადებებისთვის -22%, 3) სიმსივნეებისთვის - 15% და 4) დიაბეტისთვის - 3%“, - ნათქვამია ანგარიშში.

 


close დახურვა