logo
ENG



გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან მძიმედ დაავადებული ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

08 ივნ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 
71s6coiec0pdiq7.jpg

7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით „Airbus A 400M“ ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცი მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოიყვანეს.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.

"მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა. ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა