logo
ENG



უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

18 აპრ 202123:22
3 წუთის საკითხავი
clock 8071
2021/04/18/m5m2w9lef0zgx19.jpg

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა.

ქართული ლეგიონის ჯარისკაცი შეტაკებებისას გარდაიცვალა. მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს.

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა დონბასთან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, სინამდვილეში კი გეგმავს, საფრთე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

ამასთან, რუსეთმა როგორც ე.წ საზღვრისპირა რეგიონებისკენ, ისე ყირიმისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა. 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა