logo
ENG



გოგიჩაიშვილი ღარიბაშვილს: იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ბიუჯეტის ქურდის ციხიდან გამოშვებაზე?

12 ივნ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი თავდაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტის დროს დაინტერესდა, იღებს თუ არა ის პიარად პასუხისმგებლობას გიგი უგულავას შეწყალებაზე. დამოუკიდებელ დეპუტატს ასევე აინტერესებს ვინ გამოუშვა უგულავა. პრეზიდენტმა თუ ეს ქართული ოცნების გადწყვეტილება იყო.

„პირადად თქვენ გეკითხებით ბატონი ირაკლი იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ბიუჯეტის ქურდის ციხიდან გამოშვებაზე? და რა როლი გქონდათ თქვენ, რომ ეს პროცესი გაგეჩერებინათ? ან ვინ გამოუშვა პრეზიდენტმა თუ ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომელსაც დაათმობინეს ეს გადაწყვეტილება?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა