logo
ENG



ნათელაშვილი: საერთო საარჩევნო სია იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის ოცნებაა

14 ივნ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ერთიანი საარჩევნო სიის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია შეთანხმება მაჟორიტარ კანდიდატებზე მოხდეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ მიმართულებით ერთიანია.

"საერთო სია იქნება ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მიზანი ოლიგარქმა ვერ შეასრულოს, არ შეასრულოს და რამდენიმე თვეში თავის დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაგვემშვიდობოს, აგოს პასუხი", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ამ საკითხზე კომენტარები გაკეთდა ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდანაც. მათთვის სააკაშვილის შეთავაზება მიუღებელია.  


close დახურვა