„ქართული ოცნების“ დეპუტატები ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ, რომელიც "ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადკობას უხდის, იმისთვის, რომ მათ შესაძლო საფრთხის დროულად აღკვეთა მოახერხეს. როგორც იონათამიშვილი აცხადებს, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ვის ინტერესებში იყო დანაშაულის დაგეგმვა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხე იქნა თავიდან აცილებული ყოველგვარი პომპეზურების და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფრვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძოება და გამოძიება დაადგენს ვის ინტერესში იყო და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დანაშაულის დაგეგმვა“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე და მის სავარაუდო გეგმებზე მოკლე კომენტრს აკეთებს და თავად ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს.
„ისტერია მემგონი გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ და ამიტომ ვერ გეტყვით რასთან გავქვს საქმე, ისეთი თემაა, ყველ ინფორმაცია თუ არ გაქვს დაკსვინს გაკეთება ძნელია და ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. დღევანდელი მსოფლიო არის მოწყვლადი ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და საქართველო გამონაკლისი არ არის. სამწუხარო ფაქტია რა თქმა უნდა“,-განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
