პარლამენტის წევრი, თამარ ჩუგოშვილი, „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, ჟურნალისტის მიმართ სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა მძიმე დანაშაულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დაიცვას ის პირი, რომელიც მსგავსი დანაშაულის ჩადენას გეგმავდა.
„ინფორმაცია ასე ვრცელდება და შგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ეს აქტი იყო ჩაფიქრებული. ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ტიპის, განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ან მუქარის განხორციელება ყველამ ვიცით, რომ ძალიან მძიმე დანაშაული არის, მთავარი არის, რომ სახელმწიფომ მოახერხოს დაცვა იმ პირების, რომლებსაც შესაძლოა მსგავსი რამ ემუქრებოდეთ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.