logo
ENG



ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მწვავე, ვიდრე იყოს გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას - მშვენიერაძე

17 ივნ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

ანალიტიკოსები და უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილ მკვლელობის შესაძლო მცდელობაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მთავრობის განცხადებები უნდა იყოს მწვავე.

„ხელისუფლება უნდა იყოს მწვავე, უფრო მწვავე, ვიდრე იყო გაბუნიას მონოლოგის შეფასების დროს - ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე და რუსეთს არ ახსენებს ხელისუფლება. ინფორმირებული უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება", - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

ყოფილი სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო კრიმინალის, ტერორიზმის ქეისი გახადოს საერთაშორისო განხილვების თემა.

„ეს არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ეს საერთაშორისო კრიმინალია, საუბარია ტერორიზმზე. როცა საუბარია ჟურნალისტზე, დაცულობის ხარისხი მეტია. ხელისუფლება მეტად უნდა ცდილობდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას. ასევე, ქართულ საზოგადოებას  უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საკითხზე", - უჩა ნანუაშვილი.

თამარ კინწურაშვილი კი ამბობს, რომ ისრების გადატანა პოლიტიკურ ოპოზიციაზე არასწორია და ხელისუფლება უნდა აფიქსირებდეს მყარ პოზიციას ოკუპანტის წინააღმდეგ.

„ერთია, რა არის რუსეთი და მეორეა, როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ არ გაგვიგია მისი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული - ისრების გადატანა ისევ ხდება პოლიტიკურ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე", - ამბობს თამარ კინწურაშვილი.


close დახურვა