ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი მურმან ტოგონიძე „ფორმულას“ მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტის შეკითხვა მის მიერ საეჭვოდ მოგებულ უამრავ ტენდერს ეხებოდა. ის ოლიგარქის დის - მაგული ივანიშვილის ქმარია. ტოგონიძემ, 2014 წლიდან დღემდე ტენდერების მეშვეობით 16 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ივანიშვილის სიძის კომპანია, სახელმწიფო შესყიდვაში 21 ჯერ გაიმარჯვა ინდივიდუალურად კი ხელშეკრულება 69 ტენდერში გაუფორმეს
„ფორმულას“ ჟურნალისტმა ტოგონიძეს რაჭაში ჩააკითხა. გაირკვა,რომ ოლიგარქის ნათესავმა მოიტყუა. სოფელ ფარახეთში, სადაც მან პრესა დაიბარა, მურმან ტოგონიძეს არც იცნობენ
ტოგონიძის ტენდერები „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში“ შეისწავლეს. ორგანიზაციაში ეჭვობენ, ყველა მათგანი ტოგონიძის კომპაანისთვის სასურველი პირობებით გამოცხადდა . „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქმის შესწავლას პროკურატურასა და სუს-ს სთხოვს
ივანიშვილის ახლო ნათესავს ხელშეკრულებებს ყველაზე ხშირად ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის და ხშირად საჩხერის მუნიციპალიტეტები უფორმებენ. ოპოზიციაში გახშირებულ კორუფციაზე საუბრობს და ამბობენ, რომ ტოგონიძის პრივილეგიები უსაზღვროა
ივანიშვილის ნათესავის შესაძლო კორუფციაზე კომენტარები დღეს არ დაიშურეს მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ გადაჭრით ამბობენ, რომ კორუფცია ბიძინა ივანიშვილის პრინციპებს არ შეესაბამება.
მოგებული 90 ტენდერიდან 20 შემთხვევაში სხვა კომპანიამ ვაჭრობისას ტოგონიძეზე დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომპანიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში კი ივანიშვილის სიძემ ტენდერი დაბალი ფასის გამო მოიგო, თუმცა პირობები მოგვიანებთ შეიცვალა და ფასიც გაიზარდა.
