logo
ENG



შაქარაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს - ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი

22 ივნ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. იგი ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელიც მისი გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ნაძალადევისა და საბურთალოს უბნებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ფორმულას“ ინფორმაციით, დაკავებულია ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს და არც სხვა დეტალებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა.

 


close დახურვა