„ქართული ოცნების“ ტონი ოპონენტების მიმართ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭის ყრამდე ერთი დღით ადრე რადიკალურია. 23 ივნისს პარლამენტში მეორე მოსმენით პროპორციულ სისტემას უყრიან კენჭს, „ევროპული საქართველო“ კი დათქმას ასრულებს და რურუას გათავისუფლებამდე, მეორე და მესამე მოსმენაზე ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობა ირწმუნება, რომ ცვლილებების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა ოპოზიციის გარეშეც აქვს. მაგრამ პირველმა მოსმენამ დაადასტურა, რომ ორი ოპოზიციური ფრაქციის გამოკლებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 116 ხმის მობილიზება შეუძლია, 3 დეპუტატის წინააღმდეგობის შემთხვევაში კი პროექტი ჩაგდებისთვისაა განწირული.
