სერბეთის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა ათობით დასახლება. გადაიკეტა გზებიც. ქალაქ კრალიევოში ადიდებულმა მდინარემ ნავები გაიტაცა, რომლებიც საბოლოოდ ხიდს შეეჯახა. სტიქიის ზონიდან მაშველებმა ვერტმფრენებით 71 ადამიანი გამოიყვანეს. ანალოგიური ვითარებაა ბოსნიაშიც, სადაც წყალდიდობამ სახლები, ხიდები და გზები დააზიანა. სერბეთშიც და ბოსნიაშიც მთელი რიგი რაიონები მეწყერ-საშიშ ზონებად გამოცხადდა. ბოლოს ასეთი მასშტაბური წყალდიდობა ბალკანეთში 2014 წელს იყო.
