logo
ENG



გიგა ბოკერია: მგელი ხართ თქვენ ბატონო გახარია? კბილებიანი ძარღვიანი მგელი

26 ივნ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 
9y93ohyt7ymv4zr.jpg

ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, რომ ადამიანურ ენაზე, ძველბიჭობის გარეშე განუმარტოს, რატომ არ ხდება საერთაშორისო ფრენების 1 ივლისიდან აღდგენა.

„ბატონო გიორგი ასეთ უპატივცემულობას რატომ იჩენთ ყველას მიმართ? ხომ გკითხეთ რატომ არ აკეთებთ ფრენების აღდგენას არგუმენტი გვითხარით-მეთქი. არ გვიღირსო და რა არ გიღირთ ვერ გავიგე. ადამიანურ ენაზე ამ „ძველბიჭობის“ გარეშე რაც გევალებათ იქ მართლა. და გადასახადებზე კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, საგადასახადო ტვირთში როგორ არ შედის საშემოსავლო გადასახადი? არ უღებთ ამ ფულს ჯიბიდან? უბრალოდ არგუმენტი გვითხარით. რამე კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? მგელი ხართ თქვენ ბატონო გახარია? კბილებიანი ძარღვიანი მგელი. ძველბიჭობის მაგივრად სადაც საჭიროა იქ, რომ გქონდეთ პრინციპული პოზიცია არ შეიძლება?“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენა ივლისის ბოლოსთვის გადაიწევს. ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას ელოდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის თარიღი ოფიციალურად დაზუსტებამდე მოქალაქეებს ბილეთების შეძენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც. 

25 ივნისს Euronews-მა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სიის სამუშაო ვერსია, რომელთა მოქალაქეებიც პირველი ივლისიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ. ქვეყნებს შორის საქართველოც არის დასახელებული.


close დახურვა