
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, კომპანია „ჯი თი მოტორსმა" 2011-2020 წლებში 56 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 13 მილიონზე მეტი - პირდაპირი შესყიდვების გზით.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, "ჯი თი მოტორსი" "ჯი თი გრუპის" შვილობილი კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ქვისლი, ლევან გოგსაძეა.
მათივე თქმით, ლევან გოგსაძემ და "ჯი-თი მოტორსის" დამფუძნებლებმა ჯამში პარტია "ქართულ ოცნებას" 200 000 ლარზე მეტი შესწირეს.
"გარდა იმისა, რომ კომპანია დაბალი კონკურენციით იმარჯვებს, ხშირად ხდება მომსახურების შესრულებამდე ავანსის გაცემა, ან კონკურენტის მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით მინიმალური სხვაობით დაბალი ფასის შეთავაზება.
მაგალითად, 2019 წელს სს აჭარის წყლის ალიანსის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჯი-თი მოტორსის მიერ შეთავაზებული ფასი მხოლოდ ერთი ლარით უფრო დაბალი იყო კონკურეტის მიერ შეთავაზებულ ფასთან", - წერია "ფალნგვის დეტექტორის" განცხადებაში.