logo
ENG



ივნისის თვეში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით შემცირდა, ბოლო 6 თვეში კი - 5,8%-ით

31 ივლ 202011:23
3 წუთის საკითხავი
clock 834

საქასტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 7,7 %-ით შემცირდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში კი - 5.8%-ით. 

"2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა", - წერს საქსტატი. 

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში 12,6 %-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მაისის თვესთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 82,7 მლნ ლარით არის გაზრდილი, შემოსავლები კი 141,9 მლნ ლარითაა შემცირებული. 

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის საფუძველზე. 


close დახურვა