რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Facebook გვერდზე რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავს გასვლას ეხმაურება.
როგორც სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს, თბილისის არაღებით რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების რჩეული მაინც ვერ გახდა, ამიტომ მისი თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა ყოველთვის უნდა გააკეთოს ის, რაც მას სჭირდება.
"გაუბედაობა - ჩვენი მთავარი პრობელემაა.
ის არ უხდება არც ქვეყანას, არც კაცს და არც გეოპოლიტიკას...
თბილისის არ აღებით, დონბასში წერტილის არ დასმით რა მივიღეთ? სანქციები ავირიდეთ თავიდან?, გავხდით საერთაშორისო საზოგადოების რჩეული? .... ამიტომ ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება.
აქ ჩნდება მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა, რა გვჭირდება?",-წერს სიმონიანი Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.
